,,არავისი საქმე არაა, მე რა ენაზე ვისაუბრებ, რა ენაზე ვიმღერებ და ზოგადად, არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ”- მეგი გოგიტიძე

მომღერალი  მეგი გოგიტიძე იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც მას რუსულად საუბრის გამო აკრიტიკებენ. მისი თქმით, არავის საქმე არ არის, რა ენაზე ისაუბრებს და იმღერებს.

,,ვიმეორებ მრავალჯერ ნათქვამ სიტყვებს, არავისი საქმე არაა, მე რა ენაზე ვისაუბრებ, რა ენაზე ვიმღერებ და, ზოგადად, გულწრფელად გეუბნებით, არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ… თქვენი აზროვნება ფანატიურია სამწუხაროდ და ამისი ავტორები თქვენ არახართ ვიცი… ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და (გულს ნუ გაიტეხთ, მუხა კვლავაც შეიმოსების) უბრალოდ ფესვების გარეშე ხე ვერ იარსებებს…

ჯერ წინაპრებს ეცით პატივი, მერე ეკლესიის ლანძღვას მოეშვით და მერე მოდით და მაკრიტიკეთ მე, რომელ ენაზე ვმღერი, თურმე, რა ფერის თმა მაქ და რავიცი. თქვენ ვერ გაიგებთ ჩემსას და ტყუილად იშლით ნერვებს. აბა, ყოჩაღად იყავით და დროა უკვე ცოტა გამოთავისუფლდეთ და უბრალოდ ყველანაირი პოლიტიკის გარეშე ამოისუნთქოთ ადამიანურად. (ეძღვნება მათ, ვისაც შეეხება),”- ამბობს გოგიტიძე.

 

მსგავსი თემები