შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო

საქართველოს პროკურატურამ 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს.

„დღეს პროკურატურამ PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და, 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.

პროკურატურამ უარი თქვა PHR-ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 27 ადამიანი ემსხვერპლა. ეძებენ მინიმუმ 6 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

მსგავსი თემები