უბედური შემთხვევა რიკოთის უღელტეხილზე

რიკოთის უღელტეხილზე, მშენებლობაზე დასაქმებული 1 მუშა გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა. გარდაცვლილი მუშა ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი ქართველია და ის კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საამქროში მოხდა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები