სტიქიის ზონაში დაკარგული კოტე მაისურაძის გარდაცვალება დადასტურდა

რაჭაში, სტიქიური უბედურების ზონიდან 30 კმ-ის მოშორებით ნაპოვნი 27-ე ცხედარი კოტე მაისურაძის აღმოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მამაკაცის ცხედრის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. ის მარიტა გუტაშვილის სტიქიის ზონაში მოყოლილი 9 ოჯახის წევრიდან ერთ-ერთია.

მსგავსი თემები