ავსტრიის ყოფილ კანცლერს კორუფციის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალი წაუყენეს

ავსტრიის ყოფილ კანცლერს, სებასტიან კურცს კორუფციის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ყოფილი კანცლერი ბრალდებებს უარყოფს.

„ბრალდებები მცდარია და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ სიმართლე საბოლოოდ გამოვლინდება და ბრალდებები სასამართლოში უსაფუძვლო აღმოჩნდება“, – წერს კურცი „ტვიტერზე“.

ავსტრიის იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლების განცხადებით, ყოფილ კანცლერს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურორებმა ბრალდებების გამოძიება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როდესაც კურცი კანცლერის თანამდებობას იკავებდა.

2019 წლის მაისში, „იბიცაგეითის“ სახელით ცნობილი სკანდალის შემდეგ, ივნისში კურცს ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომლებიც დაკავშირებულია არჩევნებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დროს საჯარო სახსრების გამოყენებასთან.

მსგავსი თემები