,,სალომე გთხოვ დაბრუნდი, ნეტავ დაგანახა შენი დედიკო და მამიკო…”- სალომე ხეთაგურს კვლავ ეძებენ

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 11 ადამიანს ეძებენ. მათ შორისაა სალომე ხეთაგურიც.

„გადაინაცვლა ჩვენმა საოცარმა გოგომ, იქ სადაც მართალნი განისვენებენ. საშინლად მტკივნეულია (თუმცა ჩემი ტკივილი რა მოსატანია მისი ოჯახის ტკივილთან) ცხოვრების წარმოდგენა მისი ლამაზი თვალების გარეშე. ბევრი მწერდით და მწერთ, მირეკავდით, მოდიოდით… მაპატიეთ ყველას ვერ დაგეწიეთ, თუმცა საჯაროდ გიხდით მადლობას, ღმერთმა სიკეთეში გადამახდევინოს!

ახლა კი ვინაა ნანიკო და სალო ჩემი! დედაჩემის ბიძაშვილის შვილები, და ძმის შვილები… ეს იმ ბიძაშვილის შვილები არიან ჩვენთან, რომ გაიზარდნენ და მე, რომ მათთან გავიზარდე… ბაღში, რომ მიმაცილებდა და უკანაც რომ მოვყავდი… ძმამ ცოლი, რომ შეირთო და ჩვენთან მოიყვანა, იმ დღიდან ერთად, რომ გვეძინა მე და ხათოს… და მერე მთელი სტუდენტობა შინ, რომ ვბრუნდებოდი ჩემი რძალ-მული ერთმანეთს ასწრებდნენ აივანზე დახვედრას, დღეს ეს გემრიელობა გავაკეთეთ და სახლში არ ახვიდე პირდაპირ აქ ამოდიო…

…მაპატიეთ თუ თავი შეგაწყინეთ, უბრალოდ ბევრი დამიგროვდა, არ გემშვიდობები ჩემო მხიარული და ყველაზე ლამაზო ნინიკო, სალომე გთხოვ დაბრუნდი, ნეტავ დაგანახა შენი დედიკო და მამიკო რა გამწარებულები არიან…“, – წერს ოჯახის ახლობელი.

 

 

მსგავსი თემები