არსებობს თუ არა ეპიდემიის გავრცელების რისკი შოვში?

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე აცხადებს, რომ ამ წუთისთვის, შოვში მეწყრული პროცესების შედეგად დახოცილი ცხოველებიდან ეპიდემიის გავრცელების რისკი არ არსებობს.

,,ამ წუთისთვის არანაირი რისკი და საფრთხე არ არსებობს ეპიდემიის გავრცელების დახოცილ ცხოველებთან დაკავშირებით. რაც შეეხება დახოცილი ცხოველების დამარხვას, ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობა, სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში სააგენტო ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოებს“, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

მსგავსი თემები