,,მისთვის საქართველოში ჩამოსვლა ზეიმი იყო…1-ლ აგვისტოს უწერაში ჩაიყვანა ცოლ-შვილი, კოტეჯში დაბინავდა”- ზაზა მესხი მეგობარი

ამ დრომედე ეძებენ შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულ ზაზა მესხს და მის სამ შვილს, მისი მეუღლე ალინა პოლიკოვსკა გარდაცვლილი 5 აგვისტოს იპოვეს.

ზაზა მესხის მეგობარი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის საქართველოში ჩამოსვლა ზეიმი იყო.

„უკვე მეშვიდე დღეა გაუჩინარებიდან. ჩვენი მეგობრობა სამ ათეულზე მეტ ხანს მოიცავს. სკოლის მერხიდან ვმეგობრობდით. არასოდეს გვიკამათია, მაშინაც კი, როცა განსხვავებული შეხედულებები გვქონდა ამა თუ იმ საკითხზე.

მისთვის საქართველოში ჩამოსვლა ზეიმი იყო.

ჩვენ წელიწადში, ხან ორ წელიწადში ერთხელ შევხვდებოდით ერთმანეთს. ყოველთვის, როცა ჩამოვიდოდა საქართველოში, ჩემთან ვიკრიბებოდით სახლში. ასე იყო წელსაც. 24 ივლისს, გავსინჯეთ სახლის ღვინო… თქვა, რომ თავს ბედნიერად გრძნობდა ალინასთან… რა კარგია, ყველანი ერთად რომ ვართო…

ბოლოს 26 ივლისს შევხვდი ზუგდიდში, ზენონი ბრუნდებოდა ბანაკიდან, მას უნდა დახვედროდა…

1-ლ აგვისტოს უწერაში ჩაიყვანა ცოლ-შვილი, კოტეჯში დაბინავდა, სამოთხეში ვარო… ვაგლახ, რომ სამოთხე 3 აგვისტოს ჯოჯოხეთად იქცა.

3-ში 16:25 წუთზე მესენჯერში მივწერე კვირას, რომ დაბრუნდები ნაკვერჩხალზე შემწვარ თევზს დაგახვედრებ-მეთქი…

წერილი არ უნახავს … შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ… ტელეფონზე გადავურეკე… გამორთული იყო… საგანგებო ცხელ ხაზზე დავრეკე… მას შემდეგ მხოლოდ ალინა ნახეს, გუშინ კი მანქანა. გაანათლოს ალინას სული უფალმა.

ზაზა, ძმაო, გამორჩეული ნიჭის პატრიოტი ადამიანი იყავი. მრავალშვილიანი დის ოჯახის იმედი, ახლობლებისა და ასაკოვანი დედის სიამაყე. უზომოდ დიდია შენი გულშემატკივრების რიცხვი ძმაო… ყველა შოკირებულია“ – წერს ზაზა მესხის მეგობარი.

მსგავსი თემები