,,ერთი ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ-ის მოშორებით ვიპოვეთ” – მღებრიშვილი

შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ადამიანის ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ-ში იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

,,მოხერხდა სამი ცხედრის ნახვა მდინარის კალაპოტში და სამივე ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. გარდა ამისა, ნანახი იქნა ადამიანის ქვედა კიდური. პირველი ნაპოვნი ცხედარი იყო დაახლოებით, 20 კმ-ის მოშორებით სტიქიის ეპიცენტრიდან, დანარჩენი 2 ცხედარი 2 კმ-ის მოშორებით იყო, დააახლოებით, ერთმანეთის გვერდით 200 მეტრის რადიუსით. ეს არის, სავარაუდოდ, პირველივე ძლიერი ტალღის შედეგად წამოღებული ადამიანების ცხედრები. ხვალ 54 კმ სიგრძის პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული, ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე მდინარის კალაპოტი მაქსიმალურად გაშლილია“, -განაცხადა მღებრიშვილმა.

მსგავსი თემები