სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მანქანების ნაწილი გამოყვანილია

ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მანქანების ნაწილი გამოყვანილია და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

მისივე თქმით, დღეს ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტიქიის შედეგად დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვილი გაიმართება.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახის ახლობლებს, მთელ ქვეყანას. სამოქალაქო პანაშვიდები დღეს დაიწყება. ჩვენ, ადგილობრივ ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს დაღუპული მოქალაქეების ოჯახებთან. პანაშვიდები იქნება როგორც ონის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, ისე ონის კულტურის სახლში“, – განაცხადა ხიდეშელმა.

მსგავსი თემები