ვხედავთ რუსული იმპერიალიზმის აღორძინებას, დაწყებული 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრით – ანჯეი დუდა

ჩვენ ვხედავთ რუსული იმპერიალიზმის აღორძინებას, დაწყებული 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრით, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ  განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის წინსვლა უნდა შეაჩერონ, რათა არ მოხდეს ისე, როგორც მოხდა პირველ და მეორე მსოფლიო ომში.

„ვლადიმერ პუტინი და მისი ახლობლები ოცნებობენ მეფეების ძალაუფლებაზე და მეფის ტერიტორიის აღდგენაზე. ჩვენ ახლავე უნდა შევაჩეროთ რუსეთის წინსვლა უკრაინაში, რომ არ მოხდეს ისე, როგორც მოხდა პირველ და მეორე მსოფლიო ომში“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მსგავსი თემები