„ყველა სამუშაო მიმდინარეობს, რათა ვიპოვოთ ცხედრები”- ქარსელაძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში  103 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. მისი თქმით,  სამძებრო სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს

,,სტიქიის ზონაში მუშაობს 103 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც მაშველების ზედამხედველობით შველა-ძიების სამუშაოებს ახორციელებს. მოხერხდა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლაც, არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და ამ დროისთვის 10 ლოკაციაზე ვმუშაობთ,”- განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე თქმით,  სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ე.წ კოტეჯებისა და ქვაბულის ტერიტორიაზე.

„ყველა სამუშაო მიმდინარეობს, რათა ვიპოვოთ ცხედრები. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, საფიქრალი და საზრუნავი ეს არის. რეალურად, პირველივე დღიდან სამუშაოებში ყველა რესურსი ჩართულია, ემატება ტექნიკა, რომლის გამოყენებაც, ამ ვითარებაში, ყველაზე ეფექტიანია. აღარაფერს ვამბობ იმ დიდ ძალისხმევაზე, რომელიც, ამ დღეების განმავლობაში, უშუალოდ მაშველებმა, ჯარისკაცებმა და მძიმე ტექნიკის ოპერატორებნა გასწიეს“, – განაცხადა ქარსელაძემ.

მსგავსი თემები