11 აგვისტოს დღის ბოლოდან მოსალოდნელია წვიმა – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა.

დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს უპირატესად დასავლეთ რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა.

უწყების ცნობით,  მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი თემები