მივიღეთ გადაწყვეტილება, გავათავისუფლოთ საოლქო სამხედრო კომისარიატების ყველა ხელმძღვანელი – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საოლქო სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენი გადაწყვეტილებაა, გავათავისუფლოთ საოლქო სამხედრო კომისარიატების ყველა ხელმძღვანელი. ამ სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რას ნიშნავს ომი და ომის დროს ცინიზმი თუ მექრთამეობა სახელმწიფოს ღალატია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აღნიშნულია გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს ზალუჟნიმ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელებად უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ და ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წინა ხაზზე ყოფნა არ შეუძლიათ.

23 ივლისს, მთავარსარდლის შტაბში, ზელენსკიმ განკარგულება გასცა სასწრაფოდ შეიქმნას კომისია უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, გენერალ პავლიუკის ხელმძღვანელობით, სამართალდამცავ ბლოკთან ერთად და NAPC, შეამოწმოს ყველა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისი უკრაინის ყველა რეგიონში.ა.

მსგავსი თემები