„ცხედარი წყალს არ გამოურიყავს, ნაპოვნია სტიქიის ეპიცენტრიდან 24 კილომეტრის მოშორებით”- თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დღეს ნაპოვნი ცხედარი  მონიტორინგის შედეგად არის ნანახი და წყალს არ გამოურიყავს. მისი თქმით, მდინარეზე მონიტორინგის პროცესში იზრდება პერიმეტრი.

„ცხედარი წყალს არ გამოურიყავს, ნაპოვნია მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 24 კილომეტრის მოშორებით. მდინარე მეტ- ნაკლებად დაწეულია, შესაბამისად, რიონის კალაპოტში გამოჩნდა პატარა კუნძულები, სადაც მოგროვებულია დიდი რაოდენობით ინერტული მასალა, ხის მორები და ამ ყველაფრის გადამოწმებით მივიღეთ ეს შედეგი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მონიტორინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სამძებრო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ეს იქნება 54-კილომეტრიანი პერიმეტრი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

 

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

მსგავსი თემები