აზერბაიჯანი უკრაინის დახმარების პაკეტს ზრდის

აზერბაიჯანმა კიევისთვის დახმარების მოცულობის გაფართოების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ცნობილი დღეს, უკრაინის შს მინისტრის მოადგილის, ბოგდან დრაპიატისა და უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩის, სეიმურ მარდალიევის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.

„გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ თქვენი გამძლეობისა და გამბედაობისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გავზარდოთ უკრაინის დახმარების პაკეტი, კერძოდ, ჰუმანიტარული განაღმვის საკითხში.

ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთვის საჭირო დახმარების გაწევას. ჩვენი პრეზიდენტი აკონტროლებს სიტუაციას და მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს თქვენს პრეზიდენტთან ვლადიმირ ზელენსკისთან“, – განაცხადა სეიმურ მარდალიევმა.

მსგავსი თემები