შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ნაპოვნია ცხედრის ქვედა კიდურიც.

,,ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 11 ადამიანს ეძებენ.

მსგავსი თემები