,,ხდება ჩვენი მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, შეშინება”- ირაკლი ქარსელაძე რიკოთზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით ხელოვნურად ხდება მოსახლეობის დაძაბვა და დაშინება. მისი თქმით, ბევრი სიცრუა,  უსაფუძვლო ბრალდებები და ცილისწამება ვრცელდება.

,,გუშინ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება, ასეთი ტიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიის ასე ვთქვათ, პარალელების გავლება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, მიუღებელი. გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ ამდენი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება მოვისმინეთ, თქვენც ამდენი კითხვა გაქვთ, ამიტომ მე მგონია, რომ სხვა ფორმატი აჯობებს, რომ შევარჩიოთ ამ საკითხის განსახილველად, ფორმატი, რომელშიც თქვენ და საზოგადოებას აუცილებლად მიეწოდება ინფორმაცია, ვინაიდან ყველაზე მიუღებელი ამაში რაც არის, მდგომარეობს იმაში, რომ ხდება ჩვენი მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, შეშინება, ისეთი სიცრუის მოყვანა, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს, ყველა, თქვენც აქ ხართ, ჩვენც აქ ვართ, ყველა ერთად ვართ, ერთად განვიცდით რაც აქ ხდება, ამ ფონზე, ნამდვილად ასეთი ქმედება არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი”, – აცხადებს ქარსელაძე.

მსგავსი თემები