აღმოჩენილია სამი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი – შოვში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. შოვის სტიქიას ამ დრომდე 24 დაღუპული ჰყავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, აღმოჩენილია სამი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი.

„ათ  მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული სამაშველო სამუშაოები, სადაც ტექნიკაც არის ჩართული. ახალი მდებარეობა არის ალტერნატიულად გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის მეორე ნაპირზე, სადაც ინტენსიური შველა-ძიების სამუშაოები მიმდინარეობს“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი თქმით, სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვი მეწყერმა მთლიანად გაანადგურა.

მსგავსი თემები