ხელვაჩაურში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 2 ადამიანი კლინიკაში დაიღუპა

ხელვაჩაურში,  ავარიის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი კლინიკაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოს ხიდზე, გუშინ ღამით მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ერთი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა. კიდევ ერთი დაშავებული კი ამ დრომდე რეანიმაციაშია.

 

მსგავსი თემები