,,ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა”, – ღარიბაშვილი

,,ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები”. ამის შესახებ საქარველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში შუა დერეფანი იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად და ამისთვის საჭიროა კრეატიულობა და სწრაფი მოქმედება.

„საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად. უნდა ვიყოთ კრეატიული, ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი თემები