,,ოპოზიციის მიზანია, თუ სადმე მეწყერი ჩამოწვა, ყალბი აჟიოტაჟი ატეხოს”- მიხეილ სარჯველაძე

,,პროექტის უკან ავტორიტეტული ინსტიტუცია დგას, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს გვაძლევს, რომ იქ სუფთად და სწორად ხორციელდება პროცესის მართვა,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ყალბი აჟიოტაჟი შექმნას.

„რიკოთზე არის სამშენებლო პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი პროცესია და ამას ადგილზე გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. კარგად ვიცი, სამართლებრივად როგორ ხდება, მათ შორის ხელშეკრულებების მოწესრიგება. ეს ზედმიწევნით სრულფასოვანი პროცესია. პროექტის უკან ავტორიტეტული ინსტიტუცია დგას, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს გვაძლევს, რომ იქ სუფთად და სწორად ხორციელდება პროცესის მართვა. ხელშეკრულება ინსტიტუციურად ისეა გამართული, რომ ყველა საკითხზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ეფექტიანი სისტემაა, მათ შორის აუდიტი. ურთიერთობების მხარე, ვინც ზედამხედველობას ახორციელებს, იმდენად ავტორიტეტულია, რომ არ მგონია, პოლიტიკურმა ჯგუფებმა კითხვები იქ გააჩინონ, სადაც ობიექტურად ამის საფუძველი არ არსებობს. ოპოზიციის მიზანია, თუ სადმე მეწყერი ჩამოწვა, ყალბი აჟიოტაჟი ატეხოს, რაც გათვლილია იმ ადამიანებზე, ვინც შეიძლება, ამ კონტრაქტებს არ იცნობდეს. ეს არის პოპულიზმის ერთგვარი სახეობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები