კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, „WISHLIST”-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრე „WISHLIST”-თან (შპს „ონლაინ მოლი“) პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს: კომპანიის შიდა პოლიტიკა შეცვალოს, კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ; ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს მკაფიოდ, გარკვევით და სრულყოფილად მიაწოდოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. მათ შორის, ყველა იმ მოვაჭრის შესახებ ინფორმაცია, ვისი საქონელიც მის სავაჭრო ობიექტებში, ადგილზე და www.wishlist.ge-ს პლათფორმაზე იყიდება; უზრუნველყოს სარეალიზაციო ვებგვერდზე/სოციალურ ქსელებსა და ადგილზე  განთავსებულ…

მეტი...

გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი – პრემიერი

გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინდისში განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი არის დროებით ოკუპირებული. „დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი არის დროებით ოკუპირებული, მაგრამ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მიზანი. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, –…

მეტი...

,,ლომების არმია იბრძოდა თავგანწირვით და ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, მხდალი კაცი”- ღარიბაშვილი

როდესაც გმირები აქ თავს სწირავდნენ, ე.წ. ყოფილი მთავარსარდალი გარბოდა და მიწაზე გართხმული, შეშინებული სახით ნახა მთელმა მსოფლიომ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ლომების არმია იბრძოდა თავგანწირვით, თავდადებით და ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი. „საუბედუროდ, სამწუხაროდ, ეს ჩვენი სირცხვილია, რომ ამ გმირობის დღეს არნახული სიმხდალე აჩვენა ე.წ. ყოფილმა მთავარსარდალმა. 2008 წლის 11 აგვისტოს გახსოვთ, თვითმფრინავის ხმის გამო გაქცეული სააკაშვილი. მას ჰყავდა ჩამოყვანილი სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როდესაც გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული, შეშინებული…

მეტი...

რუსეთში მასშტაბური ხანძარია

მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ოდინცოვოში მდებარე საწყობში მასშტაბური ხანძარი  გაჩნდა. ამის შესახებ TASS მოსკოვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით. იუწყება. „მოსკოვის ოლქში, ოდინცოვოში, ზელენაიას ქუჩაზე, 30ა, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა 2000 კვადრატულ მეტრზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ“, – ციტირებს სააგენტო სამსახურის წარმომადგენელს. Telegram-ის არხებით გავრცელებული კადრების მიხედვით, ცეცხლი და კვამლი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ჩანს. ხუთშაბათს ღამით რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ორი თავდამსხმელი დრონი ჩამოაგდეს მოსკოვთან ახლოს, ერთი ოდინცოვოს ოლქში, მეორე კი კალუგის რაიონში.

მეტი...

როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი? – მონიტორინგის შედეგები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. ,,გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის…

მეტი...

ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას, რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ფონიჭალის მონაკვეთზე ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. შეჯახების შემდეგ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 19 წლის ბიჭი, ავტომობილიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.  

მეტი...

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა – შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ რუსულ ბატალიონთან. ქართველებმა რუსებს  სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.  ბრძოლის დროს დაიღუპა 17 ქართველი ჯარისკაცი:  ბრძოლის დროს დაიღუპა 17 ქართველი ჯარისკაცი: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

მეტი...

,,არ გვავიწყდება ჩვენი მთავარი მიზანი – მოვიგოთ ომი და არ დავკარგოთ ქვეყანა”- ზელენსკი

„ჩვენ არ გვავიწყდება ჩვენი მთავარი მიზანი – მოვიგოთ ომი და არ დავკარგოთ ქვეყანა. უკრაინამ უნდა გააცნობიეროს ის ისტორიული შანსი განვითარებისთვის, რომელიც ჩვენი ხალხის, მთელი ჩვენი ერის გამბედაობით მოიპოვა“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, განაგრძნობენ უკრაინული დოქტრინის მომზადებას, ტექსტის, რომელიც საფუძვლად დაედება  ქვეყნის ტრანსფორმაციას. „ჩვენ ვამზადებთ უფრო მეტ თავდაცვით პაკეტს ჩვენი მეომრებისთვის და უფრო მეტ თავდაცვის სისტემას მთელი უკრაინული საზოგადოებისთვის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. დღეს მე ასევე მქონდა საუბარი დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან. ეს იყო კონფიდენციალური საუბარი, მაგრამ ეფექტური. მე ვესაუბრე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, მიტროპოლიტ ემანუელს.…

მეტი...

ბაიდენი კონგრესს $24 მილიარდს სთხოვს, 13-ს უკრაინის დასახმარებლად

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა გამოყოს კიდევ 24 მილიარდი დოლარი უკრაინისა და რუსეთის შემოჭრით დაზარალებული სხვა ქვეყნების დასახმარებლად. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დეპუტატებს სთხოვენ დაფინანსების გაზრდას მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს წარმომადგენელთა პალატაში. ბაიდენის მოთხოვნა მოიცავს 13,1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უკრაინას და იარაღის შევსებას. 8,5 მილიარდი მოხმარდება ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სახის დახმარებას უკრაინასა და ომის შედეგად დაზარალებულ სხვა ქვეყნებს. მან მოიზიდა 2,3 მილიარდი სხვა დონორებისგან მსოფლიო ბანკის მეშვეობით დამატებითი დახმარების მოსაზიდად. „ეს მოთხოვნა იქნება ტესტი იმისა, დარჩება თუ არა ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ის ფართომასშტაბიანი…

მეტი...

ხანძარი სოფელ ურავში – რაჭაში სახლი დაიწვა

წუხელ, ხანძარი იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტ, სოფელ ურავში. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ ჯგუფში ”რაჭა” ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ღუმელი გახდა, რომელიც ბოლომდე ჩამქვრალი არ იყო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

5 დღის გაუჩინარებული ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში 5 დღის განმავლობაში  გაუჩინარებული ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქალი სავარაუდოდ ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.  მასთან ერთად მცხოვრებმა შვილმა კი , რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ფსიქიკური პრობლემები აქვს,  აღნიშნული ფაქტი დამალა. გარდაცვლილის შვილმა მეზობლებს უთხრა რომ დედა სოფელში იყო წასული. ადგილობრივების ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სადარბაზოში  სუნი იგრძნობოდა. მაშველებს ცხედრის გადასვენება სპეციალური ეკიპირებითა და ნიღბებით მოუწიათ.    

მეტი...

წუხელ თურქეთში მიწისძვრა დაფიქსირდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწლში მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრემ კი 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.  ევროპული ხმელთაშუაზღვისპირა სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით,  მიწისძვრა 11 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ამ ეტაპისთვის, ნგრევისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...