სტიქიის ზონაში 4 წლის ბიჭს ეძებენ

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაკარგულ 4 წლის გიორგი ხორბალაძეს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ ჯგუფში ”რაჭა” ვრცელდება.

„ჯერ კიდევ ვეძებთ. გიორგი ხორბალაძე, 4 წლის“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი და ბავშის ფოტოს ავრცელებს.

ცნობისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი – საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება.

მსგავსი თემები