პოლონეთის ბელარუსის საზღვართან სამხედროების განთავსებას იწყებს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშაკის განცხადებით, პოლონეთის ხელისუფლება ბელარუსის საზღვართან სამხედროების განთავსებას იწყებს. მისი თქმით, ეს არის ინვესტიცია პოლონელებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებაში.

,,ვქმნით დროებით ინფრასტრუქტურას 1-ლი ლეგიონის ქვეითი დივიზიის ქვედანაყოფებისთვის. დღეს ხელი მოეწერა კონტრაქტს 140 კონტეინერის ინფრასტრუქტურით #ვოიევოძინისა და #ჩარტაჯის ერთეულებისთვის. სულ რაღაც სამ თვეში ჯარისკაცები იქ მუდმივ სამსახურს დაიწყებენ. რამდენიმე კვირის წინ კოლნოში დროებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. ჩვენ ვაძლიერებთ აღმოსავლეთ ფლანგს – ეს არის ინვესტიცია პოლონელებისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებაში,”- განაცხადა მარიუშ ბლაშაკიმ.

მსგავსი თემები