შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

,,დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და ერთი სხეულის ფრაგმენტი. 10 მდებარეობაზე გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები”, – განაცხადა ქარსელაძემ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.

მსგავსი თემები