,,რაკეტის ფრაგმენტები კიევის ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა“- კლიჩკო

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე რუსების მიერ გაშვებული რაკეტები ჩამოაგდეს. რაკეტების ფრაგმენტები დედაქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მისივე თქმით, დაშავებულები არ არიან.

,,რაკეტის ნამსხვრევები დედაქალაქის ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა“,- განაცადა კლიჩკომ.

მოგვიანებით, კიევის მერმა განაცხადა, რომ  ბოგატირსკას ქუჩაზე კერძო სახლის სახურავი დაზიანდა. ასევე ობოლონში, ერთ-ერთ საზაფხულო კოოპერატივში ღია ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რაკეტის ფრაგმენტები.

მსგავსი თემები