,,12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს”- ონის მერი

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 21 მოქალაქე არის გარდაცვლილი და ნაპოვნი, აქედან 19 იდენტიფიცირებულია. 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია ყველა უწყება, სამინისტრო, 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, სამაშველო სამსახური. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა. 

 

მსგავსი თემები