ლიკვიდირებულია მამაკაცი, რომელიც ჯო ბაიდენს ”ფეისბუქში” ემუქრებოდა

მამაკაცი, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ჯო ბაიდენს ემუქრებოდა, FBI-ის მიერ ლიკვიდირებულია.  მამაკაცს FBI-ს თანამშრომლებმა იმ დროს ესროლეს, როდესაც დაკავებისას წინააღმდეგობას უწევდა.

იუტაში მცხოვრებმა კრეიგ რობერტსონმა, პრეზიდენტის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი, ბაიდენის იუტაში ვიზიტამდე გამოაქვეყდა.

გამოძიების ცნობით, ბოლო პერიოდში მამაკაცი იმუქრებოდა სხვა დემოკრატი პოლიტიკოსების და იმ პროკურორების მიმართაც, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.

მსგავსი თემები