ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

10 აგვისტოს ღამით, მოსკოვის აეროპორტების, “დომოდედოვოსა” და “ვნუკოვოს” მუშაობა შეჩერებული იყო. ”რია ნოვოსტის” ინფორმაციით, აეროპორტები ამჟამად ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აცხადებდა, რომ ღამით სევასტოპოლის, კალუგის ოლქის მალოიაროსლავსკის ოლქში და მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში, ჩაიშალა კიევის მცდელობები დრონებით ტერორისტული თავდასხმების განხორციელებაზე. მათივე ცნობით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქისკენ მიმავალი ორი დრონი ჩამოაგდეს, ერთი კალუგის რეგიონში, მეორე ცენტრალური რგოლის გზის რაიონში.

მსგავსი თემები