პოლიციის მაიორი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, სამხედრო პატივით დაკრძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის მაიორი – 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძე, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, სამხედრო პატივით დაიკრძალა.

მირიან ჭელიძე სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

,,სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა – შალვა ბედოიძემ, მინისტრის მოადგილეებმა – გიორგი ბუთხუზმა, იოსებ ჭელიძემ , ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გარდაცვლილი პოლიციელის კოლეგებმა და ახლობლებმა. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა,”- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები