შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი – საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება.
სოციალურ ქსელში, სტიქიის ზონიდან ვრცელდება მამის კადრები, რომლის შვილები და მეუღლე სტიქიას ემსხვერპლნენ.
,,მეუღლე და ბავშვები არიან იქ. 2 წლის, სამის და შვიდის შვილები. ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ. მივმართავ ყველას, პილოტებს, მაგათ უფროსებს, ღამე ვერტმფრენი გამოყავით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ, გთხოვთ, ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან – 2 წლის, სამის და შვიდის, ნუთუ არ გეცოდებათ, მთელი ოჯახი მანდ არის, არ ვიცი, როგორ არიან. თუ სადმე ტყეს შეაფარეს თავი, იქ ვერ გადარცებიან დამეხმარეთ“, – აცხადებდა მამაკაცის სტიქიის დღეს.