პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს

პოლონეთი  დამატებით 10 000-მდე ჯარისკაცის გადაყვანას გეგმავს ბელარუსის საზღვარზე.  ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.

„დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი იქნება საზღვარზე: 4 000 უშუალოდ სასაზღვრო სამსახურს დაუჭერს მხარს, 6 000 კი რეზერვში იქნება. პოლონური სივრცის დარღვევა ბელორუსული ვერტმფრენებით მორიგი პროვოკაცია იყო. ყველაფერი, რაც ბელორუსში ხდება, კოორდინირებულია რუსეთის ქმედებებთან“, – განაცხადა მარიუშ ბლაშაკმა.

 

მსგავსი თემები