,,ვერასოდეს ვნახავთ პუტინსა და ზელენსკის ერთ მაგიდასთან” – კულება

,,პრეზიდენტი ზელენსკი პუტინთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება და რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მის მიერ მიტაცებული ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ”. ამის შესახებ უკრაინის საგარეო მინისტრმა განაცხადა.

“პუტინი არ არის პარტნიორი. მან ჩაიდინა ძალიან ბევრი, სერიოზული დანაშაული. არსებობს სხვა დიპლომატიური გზები, მაგრამ ჩვენთვის ნათელია, რომ ჩვენ ვერასოდეს ვნახავთ პუტინს და ზელენსკის ერთ მაგიდასთან”, – განაცხადა კულებამ იტალიურ მედია Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მუჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება სურს.

მსგავსი თემები