არა რუსულ კანონს! – 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება

11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად “მშობლების მარში” გაიმართება. ისინი წერეთლის გამზირზე, “ექსპო ჯორჯიასთან” შეიკრიბებიან, 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდებიან უკვე დაანონსებულ აქციას ევროპის მოედანზე.

,,11 მაისს, 16:00-ზე მშობლები ექსპოჯორჯიასთან ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც, ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება.

შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს!

ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, #რაცშვილებსუნდათ!

#არარუსულკანონს !
#კიევროპას !

19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით უკვე დაანონსებულ საერთო აქციას ევროპის მოედანზე.
#შინევროპისკენ
#არარუსეთს
#არარუსულრეჟიმს”, – წერენ ორგანიზატორები.

მსგავსი თემები