აშშ-მა, გაძლიერებული ძალადობის ფონზე, ჰაიტის დედაქალაქიდან საელჩოს პერსონალი გამოიყვანა

აშშ-ის ცნობით, ჰაიტიდან ბანდების ძალადობის გაზრდის ფონზე საელჩოს პერსონალი გამოიყვანეს და დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში მისიის დროს უსაფრთხოება გააძლიერეს. ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,გაძლიერებულმა ბანდიტურმა ძალადობამ აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე და აეროპორტის მახლობლად სახელმწიფო დეპარტამენტს გადააწყვეტინა საელჩოს პერსონალი გამოეყვანა,” – წერია საელჩოს განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, საელჩო კვლავ ღია დარჩება. მედიის ცნობით, საელჩოს პერსონალის ევაკუაცია, გამთენიისას, ვერტმფრენის დახმარებით ჩატარდა. ეს გადაწყვეტილება, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჰაიტიში ბანდების ძალადობა გაძლიერდა და სამდღიანი საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდა.

ბანდები თავს დაესხნენ აეროპორტს, პოლიციის განყოფილებებსა და ციხეებს ამ კვირაში. ბანდები ჰაიტის პრემიერმინისტრ არიელ ჰენრის გადაყენებას ითხოვენ. სამდღიანი საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდა.

მსგავსი თემები