,,მოსკოვი საერთაშორისო საზოგადოების თვალში არასანდო ეკონომიკური პარტნიორის იმიჯს ამყარებს”- პიტერ სტანო

ევროკავშირში აცხადებენ, რომ რუსეთში უცხოურ ბიზნესს არაფერი ესაქმება -ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი, პიტერ სტანო აცხადებს.

სტანო ედხმიანება რუსეთის გადაწყვეტილებას,  ორმაგი დაბეგვრის აცილების შესახებ შეთანხმების გაუქმებას, იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც მოსკოვი „არამეგობრულ ქვეყნებად“ მიიჩნევს.

მისი თქმით, ეს აჩვენებს, რამდენად არასანდო, არაპროგნოზირებადი და გაუმჭვირვალეა დღეს რუსეთი.

„ეს აჩვენებს, რამდენად არასანდო, არაპროგნოზირებადი და გაუმჭვირვალეა დღეს რუსეთი, როგორც პოტენციური ეკონომიკური პარტნიორი. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც თავში მოუვა, რათა მიაღწიოს მიმდინარე პოლიტიკურ ამოცანებს, რაც არ უნდა იყოს ეს ამოცანები. ამგვარად, მოსკოვი საერთაშორისო საზოგადოების თვალში არასანდო ეკონომიკური და საქმიანი პარტნიორის იმიჯს ამყარებს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი მსოფლიოსთვის – თუ ნამდვილად გსურთ ასეთი ბიზნესის წარმოება, რუსეთი ამისთვის შესაფერისი ადგილი არ არის“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

მსგავსი თემები