,,ნინო გაგვიფრინდა… მაგრამ შენდა და სალომეს გელოდებით…გთხოვ დავასრულოთ ცრემლებში დამხვრჩვალი დღეები”- გვანცა ბუბაშვილის მამიდა

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი – საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება.

დაღუპულთა შორისაა ნინო კენჭაძე, მასთან ერთად მყოფ გვანცა ბუბაშვილსა და სალომე ხეთაგურს ამ დრომდე ეძებენ. გვანცა ბუბაშვილის მამიდა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ეს ჩემი გვანცას მანქანაა… მისი მეგობრებით… ხო მამიდა აუცილებლად შევხვდებით…. ნინო გაგვიფრინდა მამიდა… მაგრამ შენდა და სალომეს გელოდებით… შენ ხარ დღეს ჩემი გულის ცემა მამიდა და გთხოვ არ შეჩერდე… რაჭაში შეხვედრამდე მამიდა… გთხოვ დავასრულოთ ცრემლებში დამხვრჩვალი დღეები… ამდენი ტკივილი დანარჩენმა დაკარგულებმა თქვენი სიცოცხლის სიხარულით დაგვიამეთ… ძალიან ტკივილიანი დღეებია მამიდა და იმედის მზის სხივი გვჭირდება მთელ საქართველოს… მე მჯერა მთელი არსებით რომ რაჭაში შევხვდებით და გულში ჩაგიკრავ ჯანმრთელს და უვნებელს! მიყვარხარ და უზომოდ მენატრები ჩემო გვანცუკალა♥️♥️♥️♥️ 8.08.2023“, – წერს გვანცა ბუბაშვილის მამიდა.

 

მსგავსი თემები