სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება – შალვა პაპუაშვილი

სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება. თუ არ ვცდები, ხელშეკრულება შარშან დაიდო და ველოდებით ვერტმფრენების მოწოდებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა ვერტმფრენების შეძენა 2015 წლიდან დღემდე, პაპუაშვილი პასუხობს: „თქვენი ინტერესი ვერტმფრენები თუ არის, დამატებითი ვერტმფრენები შეძენილია. წესით, ეს უნდა გაკმაყოფილებდეთ. მგონი, საკითხის არსს ვერ წვდებით. საკითხი იმიტომ გაინტერესებთ, რომ ცდილობთ, მანიპულაციურად დაუკავშიროთ სტიქიას. თუ გაინტერესებთ, არის თუ არა ქვეყანაში ვერტმფრენები, საკუთარი თვალითაც იხილეთ ვერტმფრენები, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ. საკითხის სტიქიასთან დაკავშირება აბსოლუტური მანიპულაციაა“, – განაცხადა  პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები