ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძარს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა

ჰავაის კუნძულ მაუიზე, ქალაქ ლაჰაინაში ტყის ხანძარს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა.  ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ქალაქის რამდენიმე კვარტალი.

ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

ზოგიერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

მაუიზე ევაკუაციისთვის 5 თავშესაფარი მოაწყვეს.  ამასთან, სამშაბათს ხანძრის დაწყების შემდეგ ათასობით ადამიანი დაშავდა.

 

მსგავსი თემები