,,დღეს ულამაზეს კენჭაძე ნინიკოს გავაცილებთ, ბევრი ელოდა სალომეს, მაგრამ სალომე ხეთაგური არ ჩანს”- მაიკო ჩაგელიშვილი

რაჭაში მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე მიმდინარეობს 10-ზე მეტი ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები.

დაღუპულთა შორისაა ნინო კენჭაძე, მასთან ერთად მყოფ გვანცა ბუბაშვილსა და სალომე ხეთაგურს ამ დრომდე ეძებენ.

,,დღეს ვარკეთილის დასახლებიდან ულამაზეს კენჭაძე ნინიკოს გავაცილებთ… ბევრი ელოდა სალომეს, მაგრამ სალომე ხეთაგური არ ჩანს… მენანებით, სიტყვები ვერ ამბობს ამ დარდს და მწუხარებას,“ – წერს მაიკო (მთვარისა) ჩაგელიშვილი, სალომე ხეთაგურის ბებიის და.

 

მსგავსი თემები