ეკვადორის საპრეზიდენტო კანდიდატი მოკლეს

მედიის ინფორმაციით, ეკვადორის საპრეზიდენტო კანდიდატი, ფერნანდო ვილავისენსიო მოკლეს. მედიის ცნობით, ვილავისენსიო საარჩევნო კამპანიას კორუფციისა და დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ ატარებდა.

ფერნანდო ვილავიჩენსიო, ქვეყნის ეროვნული ასამბლეის წევრს, თავს დაესხნენ ოთხშაბათს, როდესაც ის ტოვებდა ღონისძიებას დედაქალაქ კიტოში. ”ბიბისი” წერს, რომ ის არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კანდიდატთაგანი, ვინც ამტკიცებს კავშირს ორგანიზებულ დანაშაულსა და ეკვადორის მთავრობის წარმომადგენლებს შორის.

მკვლელობის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მედია წერს, რომ ეკვადორი ისტორიულად შედარებით უსაფრთხო, სტაბილური ქვეყანა იყო ლათინურ ამერიკაში, მაგრამ ნარკოკარტელებით გამოწვეული ძალადობრივი დანაშაულის ბოლოდროინდელი ზრდა ცენტრალური საკითხი იყო წლევანდელ საპრეზიდენტო კამპანიაში.

ეკვადორის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელი ორმხრივი სროლის შედეგად მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

მსგავსი თემები