ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი ,,ოცნებას” – ლექსმანი კრიტიკოსების რეესტრის შექმნის ინიციატივაზე

ევროპარლამენტი მირიამ ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება რეესტრი, სადაც მოხვდებიან პირები, რომლებიც შანტაჟში, ძალადობაში მუქარაში არიან ჩართულები. ასევე, ამ ბაზაში მოახვედრებენ იმ პირებსაც, რომლებიც ,,ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ”.

,,ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. მათ, ვინც მას ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურების შესაძლებლობას აძლევს”, – წერს ლექსმანი.

მსგავსი თემები