აკრძალული ქალაქი და იმპერატორის სასახლე

„მედიაცენტრი მთავარი“ აგრძელებს პეკინში მოგზაურობას. ამჯერად გიზიარებთ ამბებს აკრძალული ქალაქიდან.

„აკრძალული ქალაქი“ – დღეს კი უკვე ამ ადგილზე ქალაქ მუზეუმი ქვია. ეს არის პეკინი, სადაც მთლიანობაში 799 სასახლეა განთავსებული და 700 000 კილომეტრს მოიცავს.

სასახლეებს დღეში 40 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს. სასახლეში შესასვლელად საკმადო დიდხანს მოგიწევთ რიგში დგომა. ბილეთის ფასი დაახლოებით 10 დოლარია. კონტროლი კი მკაცრი, ე.წ. პასპორტ კონტროლი.

მარტივად რომ აგიხსნათ, სასახლეები განთავსებულია ერთმანეთის მიყოლებით და დაახლოებით, ყველა ერთმალეთის იდენტურია, თუმცა, არც ასეა. ერთი სასახლიდან გადიხართ მეორეში, შემდეგ მესამეში, შემდეგ მეოთხეში და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ბოლოს კი არის იპერატორის ცოლების სასეირნო და დასასველებელი პარკია.

24 იმპერატორის სახლი 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო მოქალაქეებისთვის. აკრძალული ქალაქის აშენებას 15 წელი დასჭირდა და როგორც ცნობილია, მას მილიონი მუშა აშენებდა.  გამოყენებული იქნა 100 მილიონი აგური, 200 მილიონი ფილა და მარმარილოს უთვალავი რაოდენობა.

დახურულ სასახლეში ცხოვრობდნენ სამეფო ოჯახები და მსახურები.

სასახლე ისეა განლაგებული, რომ ყველა ფასადი სამხრეთისკენაა მიმართული, რადგანაც,  სამხრეთი არის მადლის, კეთილდღეობისა და კეთილდღეობის მხარე. აქ საკმაოდ ბევრ გველეშაპის გამოსახულებას ნახავთ. ზოდი ნათგანი ცისა და მიწის კავშირს ნიშნავს, ზოგი – ზღვისა და ხმელეთის და ასე შემდეგ.

 

მსგავსი თემები