,,ცდილობენ შიში დაამკვიდრონ, რომ თითქოს რიკოთზე რაიმე ხდება” – გიორგი წერეთელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა რიკოთის საავტომობილო მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ ვრცელდება “ნეგატიური ინფორმაციები”, რაც დისკრედიტაცია და საზოგადოებაში “შიშის დამკვიდრების” მცდელობაა.

”ბოლო დღეებია გააქტიურდა რიკოთის უღელტეხილზე ძალიან ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ადამიანების მიერ. აღნიშნული განცხადებები არის იმის მანიშნებელი, რომ გარკვეულწილად ცდილობენ დისკრედიტაცია და შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას იმისა, რომ თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება.

მინდა მოგახსენოთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე ჩვეულებრივად სამშენებლო სამუშაოები მიდის. გარკვეული მონაკვეთები დაწინაურებულია და წლის ბოლომდე იქნება გახსნილი, შესული ექსპლუატაციაში. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო, პროექტის შესაბამისად დამუშავდება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება”, – განაცხადა წერეთელმა.

მსგავსი თემები