შოვში, მდინარე რიონში სამძებრო-სამაშველო ნავი გამოჩნდა

დღეს მდინარე რიონში სამძებრო-სამაშველო ნავი გამოჩნდა. დაკარგულებს ეძებენ ყველგან, თუმცა ორი დღის განმავლობაში ცნობები სტიქიის ზონიდან არ შეცვლილა.

შოვში, ღვარცოფით დაფარულ ტერიტორიაზე ნაპოვნია მანქანები და სხვადასხვა ნივთები. ოფიციალური ინფორმაციით ეძებენ 12 მოქალაქეს. მათ შორის არიან ბავშვებიც.

მაშველები ახლა 10 ლოკაციაზე არიან გადანაწილებულები. მათთან ერთად დაკარგულებს ეძებენ მოხალისეებიც, რომლებიც შოვში ტრაგედიიდან პირველივე საათებში გამოჩნდნენ.

მსგავსი თემები