,,ამ მასშტაბის სტიქიას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში არავინ ელოდა”- ონის მერი

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, ასეთი მასშტაბის სტიქია ყველასთვის მოულოდნელი იყო.  ხიდეშელმა გარკვეულ პირებს მოუწოდა, სპეკულირებას თავი დაანებონ.

„ამ მასშტაბის სტიქიას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში არავინ ელოდა, ყველასთვის მოულოდნელი იყო. ეს მდინარე შეტანილი არ არის ღვარცოფულ მდინარეთა შორის და, სამწუხაროდ, სტიქიის პირველივე დღიდან გარკვეული პირების მიერ ამ თემებზე სპეკულირება ხდება. მინდა, მათ მოვუწოდო, სპეკულაციებს თავი დაანებონ, მთავარია გვერდით დავუდგეთ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის წევრებიც დაღუპულები არიან“, – განაცხადა ონის მერმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის შედეგად, 21 მოქალაქე არის გარდაცვლილი. მათგან 19 იდენტიფიცირებულია. 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები