,,ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს”- მღებრიშვილი

ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე – ”მხოლოდ 12 ადამიანს განიხილავთ, თუ ხომ არ შეიძლება ყოფილიყვნენ ისეთი ტურისტებიც, რომელთა შესახებაც არ გაქვთ ინფორმაცია“. თემურ მღებრიშვილმა უპასუხა:

„თეორიის დონეზე, რა თქმა უნდა, ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც გადაჭრით ვიტყვი, თუმცაღა ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ გონივრული ვადა, ერთი კვირა საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს, ლოგიკურად. ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით, არ გაზრდილა და თუ მსავსი ინფორმაცია შემოვა, მოხდება პირველ რიგში, ოპერატიულად გადამოწმება და დადგენა“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მსგავსი თემები