,,ცხადია, რომ პუტინსა და ზელენსკის ერთ მაგიდასთან არასდროს ვიხილავთ“- კულება

„ჩვენთვის ცხადია, რომ პუტინსა და ზელენსკის ერთ მაგიდასთან არასდროს ვიხილავთ“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები გავლენ უკრაინიდან.

„ჩვენ შეგვიძლია, გავმართოთ მოლაპარაკებები რუსეთთან მას შემდეგ, რაც ჯარი გავა ჩვენი მიწიდან, მაგრამ არა პუტინთან. ეს მიზანი შეიძლება, იყოს მიღწეული ომისა და დიპლომატიის ნაზავით. ჩვენი გენერლები ახლა პირველი საკითხით არიან დაკავებულები, მათი ამოცანაა უბიძგონ რუსეთს უკან დახევისკენ და დაარწმუნონ, რომ ომს საუბარი ჯობია“,- აცხადებს კულება.

მსგავსი თემები