ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს – არის მსხვერპლი

ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ორი მაღალსართულიანი შენობა. ამის შესახებ ინფორმაციას, საოლქო საბჭოს მდივნი ანატოლი კურტევი ავრცელებს.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.

“ქალაქი ზაპოროჟიე ყოველდღიურად იბომბება ოკუპანტების მიერ. რუსული რაკეტა სამოქალაქო შენობას მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცნობილია ერთი გარდაცვლილის შესახებ. სამძიმარს ვუცხადებ. არიან დაჭრილებიც”, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები